
საქართველოში, იმერეთის რეგიონის, ქ. საჩხერის ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობს ოჯახი. ამ ოჯახში ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბაბუა და შვილიშვილი. ისინი გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ, რადგან საცხოვრებელი კორპუსი შშმ პირებზე ადაპტირებული არ არის . შედეგად მათ ეზღუდებათ კონსტიტუციური უფლება მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

„მოკითხვა ობამას ქართველი ფერმერებისგან! ჩემი პირველი სათბური USAID-ის გრანტის საშუალებით შევქმენი. დღეს უკვე 6 სათბურის მფლობელი ვარ და ყოველწლიური შემოსავლინახევარ მილიონი ლარს აღწევს. USAID-მა დიდი დახმარება გაგვიწია მე და ჩემს პარტნიორებს, მოგვცა რა საშუალება დაგვეწყო ეს საქმე". - გენადი ასათიანი
ენადი ასათიანი და მისი ოჯახი დასავლეთ საქართველოში, სოფელ ცაისში დაახლოებით 1 ჰექტარ მიწას ფლობენ. 2013 წელს გენადიმ შეიტანა განაცხადი გრანტზე და USAID-ისგან სათბურის ასაშენებლად, მცირე დაფინანსება მიიღო სათბურის გასათბობად კი გრუნტიდან მიღებული ცხელი წყლი გამოიყენეს.

გარემოს დაცვის პრობლემა მხოლოდ დიდ ქალაქებს როდი აწუხებთ. ნინოწმინდას და ახალქალაქს ერთი ნაგავსაყრელი ემსახურება. ამ ადგილიდან ქარს ნარჩენები და პოლიეთილენის პარკები ახლომდებარე სახნავ-სათესსა და საძოვრებზე გადააქვს. ნინოწმინდის სათემო რადიო "ნორი" ამ საკითხით დაინტერესდა - მულტიმედიურ რეპორტაჟში ადგილობრივი მოსახლეობა გარემოსდაცვით პრობლემებზე ჩიოდა. ისინი ამბობდნენ, რომ ნაგავი მათ ხვნა-თესვაში უშლის ხელს, პარკები საკვებში ერევა და საქონელის ჯანმრთელობას ვნებს. რადიოეთერში რეპორტაჟის გასვლამ ადგილობრივ საზოგადოებაში პრობლემისადმი ინტერესი გააჩინა.

27 წლის გურჯაანელი ღვინის მწარმოებლის, ელგუჯა გოდერძიშვილს სამარკო ბოთლები შესაძლოა ლონდონის რესტორნებში გამოჩნდეს. ამ შემთხვევაში გზა გურჯაანიდან ლონდონამდე კახეთის საინფორმაციო ცენტრზე გადის (ICK). ორიოდე თვის წინ ელგუჯა ICK-ის მიერ ღვინის ექსპორტზე მომზადებულ ინტერნეტ გადაცემას სტუმრობდა. სწორედ კახეთის საინფორმაციო ცენტრისა და ამ გადაცემის დახმარებით დაინტერესდნენ მისი ბიო ღვინით როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.