„მოკითხვა ობამას ქართველი ფერმერებისგან! ჩემი პირველი სათბური USAID-ის გრანტის საშუალებით შევქმენი. დღეს უკვე 6 სათბურის მფლობელი ვარ და ყოველწლიური შემოსავლინახევარ მილიონი ლარს აღწევს. USAID-მა დიდი დახმარება გაგვიწია მე და ჩემს პარტნიორებს, მოგვცა რა საშუალება დაგვეწყო ეს საქმე". - გენადი ასათიანი
ენადი ასათიანი და მისი ოჯახი დასავლეთ საქართველოში, სოფელ ცაისში დაახლოებით 1 ჰექტარ მიწას ფლობენ. 2013 წელს გენადიმ შეიტანა განაცხადი გრანტზე და USAID-ისგან სათბურის ასაშენებლად, მცირე დაფინანსება მიიღო სათბურის გასათბობად კი გრუნტიდან მიღებული ცხელი წყლი გამოიყენეს.
სამ წელიწადში გენადიმ გააფართოვა ბიზნესი და დღეს 6 სათბურის მფლობელია, დასაქმებული ჰყავს 14 ადამიანი. გენადი პროდუქტის რეალიზებას საქართველოს დედაქალაქში, თბილისში ახდენს, . დისტრიბუტორებსა და რესტორნებს ამარაგებს კიტრით, , პომიდვრით, მწვანილით, ბულგარული წიწაკით, ჩითილებით დავარდებით. სათბურები არამარტო ეკოლოგიურად სუფთა, არამედ ეკონომიურიცაა, ენერგიის ხარჯებზე მხოლოდ $1,700 დოლარია საჭირო.
გენადის მეზობლებმა მისგან მაგალითი აიღეს და თავადაც იწყებენ ენერგოეფექტური სათბურების მშენებლობას. მცირედი დახმარებით გენადი და მისი მეზობლები არამარტო თავიანთი ცხოვრების დონეს იუმჯობესებენ, არამედ თანასოფლელების და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთა ეკონომიკურ მდგომარეობასაც.
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, თუმცა სოფლის მეურნეობა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%-ს შეადგენს. USAID დახმარებას უწევს საქართველოს ფერმერებს და პროდუქტის გადამამუშავებლებს წვდომა ჰქონდეთ ფინანსებთან, ტექნოლოგიებთან, და იმ ინფრასტრუქტურასთან, რომელიც დაეხმარება მათ ოჯახებს და თემებს.
მოხარულნი ვართ, რომ ვიწყებთ ახალ პროგრამას რომელიც გააგრძელებს საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის მუშაობას. პროგრამის სახელწოდებაა ZRDA. ზრდა წარსულ თანმშრომლობაზე დაყრდნობით გააგრძელებს ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას იმ თემებში, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.