27 წლის გურჯაანელი ღვინის მწარმოებლის, ელგუჯა გოდერძიშვილს სამარკო ბოთლები შესაძლოა ლონდონის რესტორნებში გამოჩნდეს. ამ შემთხვევაში გზა გურჯაანიდან ლონდონამდე კახეთის საინფორმაციო ცენტრზე გადის (ICK). ორიოდე თვის წინ ელგუჯა ICK-ის მიერ ღვინის ექსპორტზე მომზადებულ ინტერნეტ გადაცემას სტუმრობდა. სწორედ კახეთის საინფორმაციო ცენტრისა და ამ გადაცემის დახმარებით დაინტერესდნენ მისი ბიო ღვინით როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ელგუჯა (გუჯა) გოდერძიშვილი:
„დიდ ბრიტანეთში ღვინის გატანაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იქ ცხოვრობს წარმოშობით კახელი კაცი, რომელიც ქვევრის ღვინით შეძენით და იქაურ ბაზარზე გაყიდვით არის დაინტერესებული. ეტიკეტები დავამზადეთ. ინგლისში ღვინო „გოდერძიშვილების საგვარეულო ღვინის მარნის“ სახელით გავა და შეფუთვაზე ექსპორტიორის სახელი იქნება მითითებული. ჩვენნაირი პატარა მარნებისთვის მედიის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია და საშუალებას გვაძლევს, კონკურენცია გავუწიოთ ქარხნულ ღვინოებს“.
გადაცემა ევროკავშირში ღვინის გატანის თემაზე:
http://ick.ge/videogallery/26162-i.html
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ერთ-ერთია იმ 15 რეგიონულ მედია საშუალებას შორის, რომელსაც მხარს უჭერს USAID-ის პროგრამა „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის“ (M-TAG).ამ პროგრამას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ახორციელებს. M-TAG-ი მიზნად ისახავს სანდო და დაბალანსებული ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. პროგრამა საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხების და მიმდინარე რეფორმების გასაშუქებლად საჭირო ცოდნის შეძენაში ეხმარება ჟურნალისტებს. M-TAG-ი ასევე მუშაობს რეგიონულ მედიასთან მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
თოქ-შოუ მომზადდა IREX-ის პროგრამის „მედია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის“ (M-GEA) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.