"პროექტმა "სითბო მოხუცებს" დიდი გავლენა იქონია ჩვენს ცხოვრებაზე. 25 წლის განმავლობაში ჩვენს შენობას არ ჰქონდა ნორმალური გათბობა და ცხელი წყალი. ვცხოვრობდით მკაცრ პირობებში. USAID-ის სუფთა ენერგიის პროგრამის დახმარებით კი ყველაფერი შეიცვალა. ვცხოვრობთ უფრო კომფორტულ პირობებში, მეტ დროს ვატარებთ ერთად მისაღებსა და მოსასვენებელ ოთახებში, რაც წლების წინ ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო. თქვენ დაგვიბრუნეთ ღირსება და სიამაყე. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ შეუფასებელი ინიციატივისათვის “- აცხადებს თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები, ყოფილი ჟურნალისტი მურმან ხაჭაპურიძე.
USAID-ის სუფთა ენერგიის პროგრამამ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშროლობის შედეგად გაარემონტა და ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიით აღჭურვა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის შენობა. მანამდე, პანსიონატს ყოველთვიურად მოსდიოდა ელექტროენერგიის მაღალი გადასახადი. მიუხედავად ამისა, პანსიონატის მობინადრეები ზამთარში მაინც ვერ თბებოდნენ და მხოლოდ კვირაში ორჯერ შეეძლოთ შხაპის მიღება.
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორი დარეჯან თომაძე იხსენებს: „ წლების განმავლობაში ჩვენი მობინადრენი ტანსაცმელში გამოწყობილი იძინებდნენ. საკვები ოთახებში მიგვქონდა, რადგან სიცივის გამო შეუძლებელი იყო სასადილოში დაჯდომა”.
USAID- ის დახმარებით შენობა აღიჭურვა მზის პანელებზე მომუშავე წყლის გამათბობელი სისტემითა და სხვა ენერგოეფექტური საშუალებებით, რომელთა გამოყნებითაც იზოგება ფული და ნაკლები ზარალი ადგება გარემოს.
აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას შეამციროს კლიმატური ცვლილებები და მოხდეს საქართველოს ბუნებრივი რესურსების უფრო გონივრული მართვა და განვითარება. ამის მაგალითია USAID-ის „დაბალემისიებიანი განვითარების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამა“.
USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა დაგლას ბოლმა ბატონ მურმანთან და ხანდაზმულთა პანსიონატის სხვა მობინადრეებთან შეხვედრისას განაცხადა: “ეს პროექტი მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომაა, რომ ის თქვენთვის, ხალხისთვის, ამ პანსიონატის მაცხოვრებელთათვისაა განკუთვნილი. გვესმის, რომ წარსულში ხშირად გიწევდათ მკაცრ პირობებში ცხოვრება, მაგრამ იმედი მაქვს რომ სუფთა ენერგიის ტექნოლოგიების წყალობით კიდევ უფრო ნათელი მომავალი გელით წინ“.
„დაბალემისიებიანი განვითარების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამა“ მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ინსტიტუციებს სათბური გაზების ემისიის სფეროს გაანალიზებაში, ასევე ისეთი პოლიტიკისა და ღონისძიებების გატარებაში, რაც ქვეყანაში არსებულ ემისიებს შეამცირებს. პროექტი ახორციელებს ემისიების შემცირების კუთხით ინვესტიციების მოზიდვას და ეხმარება საქართველოს მუნიციპალიტეტებს შეასრულოს ევროკავშირის წინაშე „მერთა შეთანხმების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებები. საქართველო ერთ-ერთია იმ 20 ქვეყანას შორის , სადაც ხორციელდება აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს დაბალემისიებიანი განვითარების ხელშეწყობას.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.